კარმელო ენტონის დებიუტი „პორტლენდში“ „ნიუ ორლეანის“ წინააღმდეგ შედგება
კარმელო ენტონის დებიუტი „პორტლენდში“ „ნიუ ორლეანის“ წინააღმდეგ შედგება

ერთწლიანი პაუზის შემდეგ კარმელო ენტონი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას უბრუნდება. 35 წლის კალათბურთელი „პორტლენდის“ ღირსებას დაიცავს.

ადრიან ვოჟნაროვსკის ინფორმაციით, „მელო“ ხელფასის სახით დღეში $15 000 ამერიკულ დოლარს 2020 წლის 7 იანვრის ჩათვლით მიიღებს. რაც შეეხება მის ახალ გუნდს, „პორტლენდი“ დასავლეთ კონფერენციაში ხუთი მოგებითა და რვა მარცხით მე-11 ადგილზე იმყოფება.

მომდევნო შეხვედრას „ბლეიზერსი“ 19 ნოემბერს სტუმრად „ჰიუსტონის“ წინააღმდეგ გამართავს. კარმელოს დებიუტი კი 20 ნოემბერს „ნიუ ორლეანთან“ იგეგმება.