კარმელო ენტონი „ჰიუსტონის“ მოთამაშე გახდა
კარმელო ენტონი „ჰიუსტონის“ მოთამაშე გახდა

„ჰიუსტონ როკეტსის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბთან ვეტერანმა ვარსკვლავმა კარმელო ენტონიმ კონტრაქტი გააფორმა.

34 წლის ფორვარდთან ხელშეკრულება ერთწლიანია. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ამ ერთ სეზონში ენტონი 2.4 მილიონ დოლარს მიიღებს და „როკეტსში“ სათადარიგო მოთამაშის როლი ექნება.

კარმელო ენტონი თავისუფალი აგენტი მას შემდეგ გახდა, რაც მისი კონტრაქტი „ატლანტა ჰოქსმა“ გამოისყიდა. კარმელო „ჰოქსში“ გასულ თვეში სამმხრივი გაცვლის შედეგად გადავიდა , რომელშიც მისი ყოფილი კლუბი „ოკლაჰომა-სიტი“ და „ფილადელფიაც“ მონაწილეობდნენ.