დუბაიში გრძელდება მამაკაცებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი ნორვეგიელ მაგნუს კარლსენსა და რუს იან ნეპომნიაშჩის შორის. გაიმართა მეოთხე პარტია, რომელშიც თეთრი ფიგურებით კარლსენი თამაშობდა. ისევე, როგორც წინა სამ პარტიაში, ახლაც ყაიმი დაფიქსირდა და მატჩში ანგარიში გახდა – 2:2.
კიდევ რჩება ჩასატარებელი 10 პარტია კლასიკურ ჭადრაკში. პარტიები გაიმართება 1, 3, 4, 5, 7, 8, 10, 11, 12 და 14 დეკემბერს. თუ მატჩი ფრედ დასულდება, 15 დეკემბერს დაინიშნება ტაი-ბრეიკი და ჩემპიონს ის გამოავლენს.