კარლოს სოლერი - „ვალენსიას“ მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა
„ვალენსიას“ ნახევერმცველმა კარლოს სოლერმა საკუთარი გუნდის მთავარ მიზანზე ისაუბრა. სოლერი მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონში მისი კლუბის უპირველესი ამოცანა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა.
„გვსურს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეთ, ეს ჩვენი მთავარი მიზანია, – ციტირებს კარლოს სოლერის სიტყვებს Mundo Deportivo. – „ვალენსია“ არის კლუბი დიდი ისტორიით და მიმდინარე სეზონშიც ჩვენი სურვილი უცვლელია – ჩემპიონთა ლიგა.
ჩვენ ახლოს ვართ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებასთან და დარჩენილ თამაშებში შევძლებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.
მიმდინარე სეზონში კარლოს სოლერმა „ვალენსიას“ შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.