კარლოს საინსმა „რებ ბულისა“ და ფერსტაპენის მოგებების სერია შეწყვიტა #1TVSPORT
კარლოს საინსმა „რებ ბულისა“ და ფერსტაპენის მოგებების სერია შეწყვიტა #1TVSPORT

„ფერარის“ პილოტმა კარლოს საინსმა სინგაპურის გრანპრი მოიგო და შეწყვიტა „რედ ბულის“ მოგებების სერია, რომელიც 15 ეტაპი გრძელდებოდა. ესპანელთან ერთად პოდიუმზე ავიდნენ ლანდო ნორისი და ლუის ჰემილტონი.

საინსმა პოულიდან აიღო სტარტი და მთელი დისტანცია ლიდერობა არ დაუკარგავს. რბოლის პირველ ნაწილში ის აკონტროლებდა სხვაობას თანაგუნდელ შარლ ლეკლერთან, მეორე ნაწილში შეძლო ჯორჯ რასელის შეჩერება.

საინსი, რბოლაში მთავარი კონკურენტისგან რასელისგან განსხვავებით, არ შევიდა პიტსპოპზე ფინიშამდე 20 წრით ადრე, როცა ჩაირთო უსაფრთხოების ვირტუალური მანქანის რეჟიმი. ახალი საბურავებით „მერსედესის“ პილოტი წრეზე ორი წამით სწრაფი იყო საინსზე და სრულად აღმოფხვრა 14-წამიანი ჩამორჩენა, მაგრამ ლიდერის გასწრება ვერ შეძლო, ბოლო წრეზე კი კედელს შეეჯახა და ფინიშის გარეშე დარჩა.

ლიდერის უკან ბოლო წრეებზე სამი მანქანისგან შემდგარი ჯგუფი მოძრაობდა რასელის, ჰემილტონისა და ნორისის შემადგენლობით. მიუხედავად საბურავების პრობლემებისა, საინსმა გაძლო და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი ნორისზე 0.8-წამიანი უპირატესობით.

საინსისთვის ეს გამარჯვება მეორეა კარიერაში, „ფერარიმ“ კი პირველი რბოლა მოიგო ავსტრიის შარშანდელი გრანპრის შემდეგ.

წინა 10 რბოლის გამარჯვებულმა მაქს ფერსტაპენმა მე-11 ადგილიდან სტარტის შემდეგ დიდი გარღვევა ვერ მოახერხა და, საბოლოოდ, მეხუთე ადგილი დაიკავა.

შემდეგი ეტაპი ერთი კვირის შემდეგ იაპონიაში „სუზუკას“ ტრასაზე გაიმართება.

 

სინგაპურის გრანპრი

მარინა ბეი. 61 წრე, 308.706 კმ

  1. კარლოს საინსი (Ferrari, ესპანეთი) – 61 წრე

  2. ლანდო ნორისი (McLaren, ბრიტანეთი) – +0.812
  3. ლუის ჰემილტონი (Mercedes, ბრიტანეთი) – +1.269
  4. შარლ ლეკლერი (Ferrari, მონაკო) – +21.177
  5. მაქს ფერსტაპენი (Red Bull, ნიდერლანდები) – +21.441
  6. პიერ გასლი (Alpine, საფრანგეთი) – +38.441
  7. ოსკარ პიასტრი (McLaren, ავსტრალია) – +41.479
  8. სერხიო პერესი (Red Bull, მექსიკა) – +54.534
  9. ლაიამ ლოუსონი (AlphaTauri, ავსტრალია) – +65.918
  10. კევინ მაგნუსენი (Haas, დანია) – +72.116
  11. ალექს ალბონი (Williams, ტაილანდი) – +73.417
  12. გუანიუი ჟოუ (Alfa Romeo, ჩინეთი) – +83.649
  13. ნიკო ჰიულკენბერგი (Haas, გერმანია) – +86.201
  14. ლოგან სარჯენტი (Williams, აშშ) – +86.889
  15. ფერნანდო ალონსო (Aston Martin, ესპანეთი) – +87.603
  16. ჯორჯ რასელი (Mercedes, ბრიტანეთი) – უფინიშოდ
  17. ვალტერი ბოტასი (Alfa Romeo, ფინეთი) – უფინიშოდ
  18. იუკი ცუნოდა (AlphaTauri, იაპონია) – უფინიშოდ
  19. ლენს სტროლი (Aston Martin, კანადა) – უფინიშოდ
  20. ესტებან ოკონი (Alpine, საფრანგეთი) – უფინიშოდ

 

საერთო ჩათვლა

  1. მაქს ფერსტაპენი – 374 ქულა (12 მოგება)
  2. სერხიო პერესი – 223 (2)
  3. ლუის ჰემილტონი – 180
  4. ფერნანდო ალონსო – 170
  5. კარლოს საინსი – 142 (1)
  6. შარლ ლეკლერი – 123
  7. ჯორჯ რასელი – 109
  8. ლანდო ნორისი – 97
  9. ლენს სტროლი – 47
  10. პიერ გასლი – 45
  11. ოსკარ პიასტრი – 42
  12. ესტებან ოკონი – 36
  13. ალექს ალბონი – 21
  14. ნიკო ჰიულკენბერგი – 9
  15. ვალტერი ბოტასი – 6
  16. გუანიუი ჟოუ – 4
  17. იუკი ცუნოდა – 3
  18. კევინ მაგნუსენი – 3
  19. ლაიამ ლოუსონი – 2

 

კონსტრუქტორთა თასი

  1. რედ ბული – 597 ქულა
  2. მერსედესი – 289
  3. ფერარი – 265
  4. ასტონ მარტინი – 217
  5. მაკლარენი – 139
  6. ალპინი – 81
  7. უილიამსი – 21
  8. ჰაასი – 12
  9. ალფა რომეო – 10

10. ალფა ტაური – 5