კარლოს ალკარასი პარიზის ოლიმპიადაზე ნადალთან ერთად თამაშზე ოცნებობს #1TVSPORT
კარლოს ალკარასი პარიზის ოლიმპიადაზე ნადალთან ერთად თამაშზე ოცნებობს #1TVSPORT

უიმბლდონის ჩემპიონმა, კარლოს ალკარასმა განაცხადა, რომ დიდი სურვილი აქვს 2024 წლის ოლიმპიადაზე წყვილთა თანრიგში რაფაელ ნადალთან ერთად ითამაშოს.

„ეჭვგარეშეა, მომდევნო წელს რაფა იქ იქნება. იმედი მაქვს, რომ შევძლებ ისევ მასთან ერთად თამაშს! მაგრამ, რა თქმა უნდა, წყვილებში ოლიმპიადაზე თამაში… ეს ოცნებაა. არა მხოლოდ მედლის მოგებაა ერთეულებში ან წყვილებში გრანდიოზული, არამედ იმ გამოცდილების გადატანა, რასაც ჰქვია წყვილებში საკუთარ კერპთან ერთად თამაში. ეს მოგონება სამუდამოდ დარჩება ჩემს ცხოვრებაში“, – მოჰყავს ალკარასის სიტყვები Clay Tennis-ს.

პარიზის ოლიმპიადაზე საჩოგბურთო ტურნირი როლან გაროსის კორტებზე 27 ივლისიდან 4 აგვისტომდე გაიმართება.

37 წლის ნადალი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. 2008 წელს პეკინში მან ერთეულებში მოიგო ოქროს მედალი, 2016 წელს კი – რიო დე ჟანეიროში წყვილებში მარკ ლოპესთან ერთად.