იტალიური „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში „ლივერპულთან“ (1:0) მოგებით კმაყოფილი დარჩა. იტალიურმა გუნდმა გამარჯვების მომტანი გოლი ძირითადი დროის ბოლო წუთზე გაიტანა.
„ჩემი გუნდი მშვენივრად თამაშობდა, ვითარებაზე კონტროლი არ დაგვიკარგავს და მობილიზირებულები ვიყავი. ფაქტობრივად, „ლივერპული“ ჩვენს კართან არ მოგვიშვია. ჩვენ გვქონდა შანსი უფრო ადრეც გაგვეტანა, მაგრამ მე ვფიქრობ გოლი ძალიან დროული იყო. ადრე რომ გაგვეტანა, ინგლისელები შტურმს მოგვიწყობდნენ. დარწმუნებული ვარ, ეს მოგება უფრო თავდაჯერებას შეგვმატებს.“ – ციტირებს Sky Italia ანჩელოტის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში ასპარეზობს და 4 ქულით პირველ ადგილზეა.