კარლო ანჩელოტი ბელინგემზე - შედეგიანობა ცოტათი დაეცა, მაგრამ მისი თამაში - არა #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გაუკეთა მისი გუნდის ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის შედეგიანობის ვარდნას.
„ბელინგემი სიურპრიზი გახდა, როცა 20 გოლი გაიტანა. ახლა კი ის თავის სამუშაოს ასრულებს.
ჯუდი შემტევი ნახევარმცველია, პლეიმეიკერი. ის არ არის ცენტრალური თავდამსხმელი. შედეგიანობა ცოტათი დაეცა, მაგრამ მისი თამაში – არა.
მე არ მგონია, რომ მას რაღაც არ ჰყოფნის. უბრალოდ, გოლებს ვერ იტანს. ადრე თუ გვიან ისევ დაიწყებს გოლების გატანას“, – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
ჯუდ ბელინგემს თებერვლის შემდეგ არ გაუტანია არცერთ ტურნირზე. 2024 წელს მისი მონაგარია სამი გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა.