კარლეს პუიჩდემონი მოუწოდებს ესპანეთის ხელისუფლებას, კატალონიაში დაბრუნების უფლება მისცენ
კარლეს პუიჩდემონი მოუწოდებს ესპანეთის ხელისუფლებას, კატალონიაში დაბრუნების უფლება მისცენ

კატალონიის ყოფილი მეთაური მადრიდს მიმართავს. კარლეს პუიჩდემონი მოუწოდებს ესპანეთის ხელისუფლებას, კატალონიაში დაბრუნების უფლება მისცენ. პუიჩდემონის თქმით, მას ბარსელონაში დაბრუნება და კატალონიის ახალი მეთაურის თანამდებობის დაკავება სურს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიის ყოფილი ლიდერი ამჟამად ბრიუსელში იმყოფება. ესპანეთი მას უკანონო რეფერენდუმის ჩატარებაში სდებს ბრალს და მის დაპატიმრებას ითხოვს.

„მსურს სამშობლოში დაბრუნება, ეს ესპანეთისთვის კარგი იქნებოდა. მე ვარ რეგიონის მეთაური და თუ ესპანეთი კატალონიაში გამართული არჩევნების შედეგებს პატივს სცემს, მაშინ კატალონიის მეთაურად დავრჩები”, – ამბობს კარლეს პუიჩდემონი.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მადრიდს, ბარსელონასთან დიალოგი დაიწყოს.
კატალონიაში 21 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად უმრავლესობა სეპარატისტულმა ძალებმა შეინარჩუნეს.