გერმანელი მოდის დიზაინერი, „შანელის“ სახლის კრეატიული დირექტორი კარლ ლაგერფელდი, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას „ფიგარო“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კარლ ლაგერფელდი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ორშაბათს პარიზში, ამერიკულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
კარლ ლაგერფელდი დაიბადა ჰამბურგში. 1952 წელს კი, საცხოვრებლად პარიზში გადავიდა.
ლაგერფელდმა 1974 წელს შექმნა საკუთარი ტანსაცმლის ხაზი, 9 წლის შემდეგ კი, „შანელის“ მოდის სახლის კრეატიული დირექტორი გახდა.