კარლ ჰარცელის მეუღლე რეზიდენციასთან შეკრებილ ჟურნალისტებს ყავითა და დონატებით გაუმასპინძლდა [ვიდეო]

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციასთან შეკრებილ ჟურნალისტებს ელჩის მეუღლე ყავითა და დონატებით გაუმასპინძლდა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიპლომატების მონაწილეობით „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს გაიმართებოდა. სწორედ ამასთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ დილიდან ჟურნალისტები ელჩის რეზიდენციასთან.