კარლ ჰარცელი - ვიმყოფებით გადამწყვეტ მომენტში, რაც მოითხოვს ლიდერობასა და პასუხისმგებლობას ყველა მხარისგან, დღეს ორი რამ არის მთავარი, დეესკალაცია და მოლაპარაკების განახლება
კარლ ჰარცელი - ვიმყოფებით გადამწყვეტ მომენტში, რაც მოითხოვს ლიდერობასა და პასუხისმგებლობას ყველა მხარისგან, დღეს ორი რამ არის მთავარი, დეესკალაცია და მოლაპარაკების განახლება

დღეს ორი რამ არის მთავარი, დეესკალაცია და მოლაპარაკების განახლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განუცხადა.

„ჩვენ ვუბრუნდებით რეალობას და რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვიმყოფებით გადამწყვეტ მომენტში, რაც მოითხოვს ლიდერობასა და პასუხისმგებლობას ყველა მხარისგან, რათა ეს ვითარება დაბრუნდეს იქ, სადაც უნდა იყოს. მე კოლეგებთან ერთად ვმუშაობ, რათა დახმარება გავუწიო ამ პროცესს. დღეს ორი რამ არის მთავარი, დეესკალაცია და მოლაპარაკების განახლება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.