კარლ ჰარცელი - ვფიქრობ, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იყო, როდესაც პარლამენტმა მეტი დრო არ დაუთმო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვას, თუმცა ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ
კარლ ჰარცელი - ვფიქრობ, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იყო, როდესაც პარლამენტმა მეტი დრო არ დაუთმო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვას, თუმცა ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ

ვფიქრობ, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იყო, როდესაც პარლამენტმა მეტი დრო არ დაუთმო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვას, თუმცა ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით,  ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შეესაბამება დასახულ მიზნებს.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გამჭირვალე და სანდო პროცედურის ჩამოყალიბებისთვის ჩვენ ევროსაბჭოსა და აშშ-სთან ერთად აქტიურად ვიყავით ჩართულები და რჩევებსაც ვაძლევდით. ვფიქრობთ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შეესაბამება იმ მიზნებს, რომელთა მიღწევაც ჩვენ ვცადეთ.

ვფიქრობ, ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, როდესაც პარლამენტმა მეტი დრო არ დაუთმო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვას, თუმცა ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ, რადგან ახლა ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გაგრძელდეს განაცხადების წარდგენის მხრივ.

საბოლოოდ, პასუხისმგებლობა დაეკისრება პარლამენტსა და პარლამენტის ცალკეულ წევრებს, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება აპლიკაციების წარდგენის პროცედურის საფუძველზე, რაც მოიცავს ისეთ პრინციპებს, როგორიცაა მოსამართლეების კვალიფიკაცია და რეპუტაცია”, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.