კარლ ჰარცელი - ვეცდებით, ვიპოვოთ შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი განახლდეს
ვეცდებით, ვიპოვოთ შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი განახლდეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან ისაუბრა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების საკითხზე.
„გუშინ მქონდა შესაძლებლობა, ევროკავშირის ელჩებთან ერთად დეტალურად განმეხილა ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულავასთან დაკავშირებით. გარემოებები, რომელიც ვახსენე, არ უწყობს ხელს იმ ატმოსფეროს, რომელიც არსებობს და არ უწყობს ხელს დიალოგის გაგრძელებას, რომელიც გამიზნულია არსებული პოლარიზაციის განსამუხტად.
ბევრი პოლიტიკოსის გაცხადება მოვისმინეთ ევროპიდან. ველოდები, რომ რამდენიმე საათში იქნება ოფიციალური განცხადება ბრიუსელიდანაც. აქედან გამომდინარე, დაკვირვება ამ საკითხებზე იქნება ინტენსიური.
ეს ხელს არ უწყობს დიალოგის წარმოებას და მოგეხსენებათ, დიალოგისთვისაც არ არის დიდი დრო დარჩენილი. არ არის მარტივად საქმე. ჩვენ როგორც ფასილიტატორები, მაქსიმალურად გავაგრძელებთ მცდელობას, მუდმივად გვაქვს მხარეებთან შეხვედრები. ვეცდებით, ვიპოვოთ შესაძლებლობა, რომ მოხდეს ამ დიალოგის განახლება. დიალოგის მცდელობას ვახორციელებ კოლეგებთან ერთად – ეს არის აშშ, ევროპის საბჭო და გერმანია“, – განუცხადა ჟურნალისტებს კარლ ჰარცელმა.