კარლ ჰარცელი – უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის ნამდვილად ფასეული აქტივია
საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებით, უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე განაცხადა.
„უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის ნამდვილად ფასეული აქტივია. ჩვენ ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს წარმატებული ისტორია იყოს. აქამდე 500 000-მა ქართველმა ევროკავშირის ტერიტორიაზე თითქმის მილიონჯერ უვიზოდ იმოგზაურა“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
Visa-free travel is a truly precious asset in EU-Georgia relations. We are working hard together to make sure that it continues to be a success story. Almost a million visa-free trips taken by over 500 000 Georgian citizens to EU so far! pic.twitter.com/dPghnfUGxI
— Carl Hartzell (@CarlHartzellEU) 11 December 2019