კარლ ჰარცელი - უნდა გადავლახოთ შეთანხმების განხორციელების პირველი დაბრკოლებები, რაც შეთანხმებაში გაწერილ უფრო მნიშვნელოვან რეფორმებამდე მიგვიყვანს
კარლ ჰარცელი - უნდა გადავლახოთ შეთანხმების განხორციელების პირველი დაბრკოლებები, რაც შეთანხმებაში გაწერილ უფრო მნიშვნელოვან რეფორმებამდე მიგვიყვანს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში მიმდინარეობს დისკუსია ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ნაწილია.

„როგორც ვიცით, ახლა პარლამენტში განსახილველად ორი კანონპროექტია. ვფიქრობ, პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში დისკუსიები მიმდინარეობს და წინსვლაა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ნაწილია.

ამ ეტაპზე კომენტარს არ გავაკეთებ იმ სხვადასდვა კანონპროექტზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში მუშაობითა და პარტიებს შორის დისკუსიებით არის წინსვლა საერთო აზრისკენ, რამდენად სწრაფადაც შესაძლებელია, რომ წინ წავიდეს“, – აღნიშნა ჰარცელმა.

რაც შეეხება კითხვას, „ევროპა არის მზად, გადაიხადოს თანხა?“, – ჰარცელი პასუხობს: „ეს საკითხები ამჟამად განიხილება და ვნახავთ, როგორ განვითარდება მომდევნო დღეებში იმის გათვალისწინებით, რომ უნდა გადავლახოთ შეთანხმების განხორციელების პირველი დაბრკოლებები, რაც შეთანხმებაში გაწერილ უფრო მნიშვნელოვან რეფორმებამდე მიგვიყვანს“, – განმარტა ჰარცელმა.

დატოვე კომენტარი