კარლ ჰარცელი - შარლ მიშელს ჰქონდა შესაძლებლობა, მოენახულებინა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი, რათა ადგილზე ენახა, რა ვითარებაა დაყოფილ სოფლებში
კარლ ჰარცელი - შარლ მიშელს ჰქონდა შესაძლებლობა, მოენახულებინა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი, რათა ადგილზე ენახა, რა ვითარებაა დაყოფილ სოფლებში

შარლ მიშელმა განამტკიცა ევროკავშირის ყველასთვის კარგად ცნობილი პოზიცია კონფლიქტთან დაკავშირებით, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მნიშვნელობით, რომელსაც ის ყოველდღიურად ასრულებს არამხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ჰუმანიტარული ვითარების შესამსუბუქებლად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ასევე ჰქონდა შესაძლებელობა,  მოენახულებინა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი, რათა საკუთარი თვალით ენახა დაყოფილი სოფლის ვითარება ადგილზე, რა სახის გამოწვევების წინაშე დგანან ადგილობრივები ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

„მას ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა ადგილობრივ მოსახლეობას. ვფიქრობ, ამან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. განამტკიცა ევროკავშირის ყველასთვის კარგად ცნობილი პოზიცია ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მნიშვნელობით, რომელსაც ის ყოველდღიურად ასრულებს არამხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ჰუმანიტარული ვითარების შესამსუბუქებლად“, – განაცხადა ჰარცელმა.