კარლ ჰარცელი - საქართველოს სიძლიერე მის მოსახლეობაშია, საქართველომ ყოველთვის უნდა ისაუბროს ძლიერის და არა სუსტის პოზიციიდან
კარლ ჰარცელი - საქართველოს სიძლიერე მის მოსახლეობაშია, საქართველომ ყოველთვის უნდა ისაუბროს ძლიერის და არა სუსტის პოზიციიდან

საქართველოს სიძლიერე მის მოსახლეობაშია, საქართველომ ყოველთვის უნდა ისაუბროს ძლიერის და არა სუსტის პოზიციიდან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ონლაინ პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

ჰარცელს კითხვა დაუსვეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

„როგორც ევროკავშირის ელჩს, არ მაქვს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბრის უფლებამოსილება და ამიტომ, ამას არც გავაკეთებ. ვისაუბრებ სხვა საკითხზე, რომელიც ეხება საქართველოს და მისი მოსახლეობის სიძლიერესა და იდენტობას. ამ ქვეყნისა და მისი მოსახლეობის სიძლიერე პირადად ვიგრძენი საქართველოში წელიწადნახევრის განმავლობაში ყოფნის დროს, ამ ქვეყნის სიძლიერე მის მოსახლეობაშია. ჩემმა ყოფილმა უფროსმა, პრეზიდენტმა ტუსკმა გასული წლის ზაფხულში ბათუმში ყოფნის დროს თქვა „საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ქართველები ძლიერი ერია”. ვთვლი, რომ მან ზუსტად დაინახა არსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახლა და მნიშვნელოვანი იქნება მაშინაც, როდესაც საქართველოს მოუწევს პარტნიორების შერჩევა და იმის გადაწყვეტა, რამდენად მჭიდრო იყოს ეს პარტნიორობა, მან ყოველთვის უნდა ისაუბროს ძლიერის და არა სუსტის პოზიციიდან“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დატოვე კომენტარი