კარლ ჰარცელი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების ამოქმედება კარგია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისთვის
კარლ ჰარცელი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების ამოქმედება კარგია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისთვის

როდესაც საქმე სამართალდამცავებს ეხებათ, ჩემთვის მნიშვნელოვანია სამი კომპონენტი – ზედამხედველობა, პრევენცია, სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც პირველ ნოემბერს ამოქმედდება.

მისი თქმით, პირველი ორი კომპონენტის დასახვეწად, საქართველომ გრძელი გზა გაიარა.

„როდესაც საქმე სამართალდამცავებს ეხებათ, ჩემთვის მნიშვნელოვანია სამი კომპონენტი – ზედამხედველობა, პრევენცია, სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება. პირველი ორი კომპონენტის დასახვეწად, საქართველომ გრძელი გზა გაიარა, როგორც გავიგეთ ბევრი ექსპერტისგან, რომლებიც ამ ფაქტს აღნიშნავენ. ხარვეზები ყოველთვის იყო გამოძიების მხარეს. რაც დღეს გავიგეთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების ამოქმედებაა, ეს ძალიან კარგი ამბავია. კარგია ადამიანის უფლებების დაცვისთვის საქართველოში და საზოგადოების ნდობის მოპოვებისთვის, როდესაც საქმე ეხებათ სამართალდამცავებს. ​ლონდა თოლორაიასა და მის გუნდს წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

პირველი ნოემბრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სამართალდამცველებისა და მოხელის მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებას განახორციელებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, საქმიანობის პირველ ეტაპზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოფისები თბილისსა და ქუთაისში ამოქმედდება.