კარლ ჰარცელი - პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, რაც ევროპელმა ლიდერებმა უმკაცრესად დაგმეს
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა.
მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა საფრთხეს უქმნის ყველას უსაფრთხოების ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დარვევა.
„როგორც მოგეხსენებათ, ევროპელმა ლიდერებმა უკვე უმკაცრესად დაგმეს პრეზიდენტ პუტინის გუშინ მიღებული გადაწყვეტილება ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების აღიარების შესახებ. ეს არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა საფრთხეს უქმნის ყველას უსაფრთხოების ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დარღვევა. ევროპელი ლიდერები კონსულტაციებს უწევენ პარტნიორებს იმის თაობაზე, თუ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი. ჩვენ ასევე მოუთმენლად ველით კონსულტაციებს, გავაგრძელებთ კონსულტაციებს საქართველოს ხელისუფლებასთან ორი მიმართულებით – თუ რას ნიშნავს ეს რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოსთვის და რა არის შემდეგი ნაბიჯი ამ სიტუაციიდან გამომდინარე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.