კარლ ჰარცელი - პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დაეხმარება იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რომლებიც ეუთო-ს ორ ანგარიშშია აღნიშნული
კარლ ჰარცელი - პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დაეხმარება იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რომლებიც ეუთო-ს ორ ანგარიშშია აღნიშნული

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ხელს შეუწყობს დიალოგს, ხელი შეეწყობა პროცესის დინამიკას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების საკითხზე საუბრისას განუცხადა.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იმ ხარვეზების აღმოფხვრას დაეხმარება, რომელიც აღნიშნული იყო ეუთო-ს ორ ანგარიშში წინა არჩევნებზე.

„გუშინ ევროკავშირის ელჩებთან ერთად გაკეთდა შეფასება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის. ჩვენ, მკაფიოდ მივესალმებით ამ შესაძლებლობას და ინიციატივას, რომელსაც მოითხოვდა სხვადასხვა მხარე. ეს გადაწყვეტილება მისცემს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფსა და საზოგადოებრივ ძალებს შესაძლებლობას, რომ ერთად იმუშაონ და იმოქმედონ. ბევრი მოითხოვდა ამ სისტემაზე გადასვლას. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს დიალოგს. პროპორციულ სისტემაზე გადასვლით ხელი შეეწყობა პროცესის დინამიკას, ის დაეხმარება იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რომელიც იყო აღნიშნული ეუთო-ს ორ ანგარიშში წინა არჩევნებზე”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ გუშინ განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.