კარლ ჰარცელი - პატივს მივაგებ ქართველ სამხედროებს, რომლებიც ემსახურებიან არა მხოლოდ ქვეყნის თავდაცვას, არამედ ევროპული ღირებულებების დაცვას გლობალურად
კარლ ჰარცელი - პატივს მივაგებ ქართველ სამხედროებს, რომლებიც ემსახურებიან არა მხოლოდ ქვეყნის თავდაცვას, არამედ ევროპული ღირებულებების დაცვას გლობალურად

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე კიდევ ერთხელ მიულოცა.

ასევე, მან პატივი მიაგო ქართველ სამხედროებს, რომელებიც, ჰარცელის თქმით, ემსახურებიან არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის თავდაცვას, არამედ ევროპული ღირებულებების დაცვას გლობალურად.

„მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და საქართველოს ყველა მოქალაქეს ვუსურვო ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე. ასევე, პატივი მივაგო სამხედროებს, რომლებიც თავისუფლების მოედანზე ვიხილეთ და ემსახურებიან არა მხოლოდ ამ ქვეყნის თავდაცვას, არამედ ევროპული ღირებულებების დაცვას გლობალურად – ავღანეთში, აფრიკაში და სხვაგან. გილოცავთ ყველას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.