კარლ ჰარცელი - მქონდა შეგრძნება, რომ ამ დღეებში განხორციელდა ზედმეტი ზეწოლა ინდივიდუალურ დეპუტატებზე მანდატების გაუქმებაზე გადაწყვეტილების მისაღებად, რამაც ხელი შეუწყო ფართო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობისთვის კარის დახურვის დაწყებას
მქონდა შეგრძნება, რომ ამ დღეებში განხორციელდა ზედმეტი ზეწოლა ინდივიდუალურ დეპუტატებზე მანდატების გაუქმებაზე გადაწყვეტილების მისაღებად, რამაც საბოლოოდ ხელი შეუწყო ფართო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობისთვის კარის დახურვის დაწყებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტიის მხრიდან მოხდა ორი კანონპროექტის ინიცირება, რომელთაგან ერთი ეხება პარტიების რეგისტრაციის გაუქმებას და მეორე პარტიების დაფინანსებას.
„მინდა, შევაჯამო ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები დიალოგთან დაკავშირებით.
როგორც ვიცით, ამ კვირის დასაწყისში მოვლენები ძირითადად ეხებოდა პარლამენტის მანდატების გაუქმებას, მქონდა შეგრძნება, რომ ამ დღეებში განხორციელდა ზედმეტი ზეწოლა ინდივიდუალურ დეპუტატებზე ამ გადაწყვეტილების მისაღებად, რამაც საბოლოოდ ხელი შეუწყო ფართო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობისთვის კარის დახურვის დაწყებას, რისთვისაც ვებრძოდი და ვაგრძელებ ბრძოლას.
ამის შემდეგ როგორც ვიცით, მმართველი პარტიის მხრიდან მოხდა ორი კანონპროექტის ინიცირება, ერთი ეხება პარტიების რეგისტრაციის გაუქმებას და მეორე პარტიების დაფინანსებას. ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივები პროცესს ხელს არ უწყობს და გულწრფელად გითხრათ, შეშფოთებას იწვევს. რაც შეეხება პარტიების რეგისტრაციის გაუქმების საკითხს, ეს არის კანონი, რომელიც მკაფიოდ მიმართულია უმსხვილესი ოპოზიციური პარტიისკენ მის ყოფილი თავმჯდომარის სტატუსის საფუძველზე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
მისი თქმით, პლურალისტური დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია იმ პარტიების არსებობა, რომლებსაც აქვთ პარლამენტში მოხვედრის ამბიცია და რომლებსაც სურთ, წარმოადგინონ თავიანთი ელექტორატი პარლამენტის გარეთ.
„ვფიქრობ, ყოველთვის კითხვებს ბადებს ისეთი კანონების ქონა, რომლებსაც, როგორც ჩანს, კონკრეტული მიზანი აქვს, თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის კანონებს სჭირდება უფრო ფართო წინდახედულება. ყველა უნდა დაფიქრდეს, თუ რას ნიშნავს ეს რეალურად საქარველოში პარტიებისთვის მომავალში.
რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც პარტიების დაფინანსებას ეხება, ჩვენ მოვისმინეთ წარმოდგენილი არგუმენტები იმ პარტიებისთვის დაფინასების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომლებიც პარლამენტში არ შედიან. ამაში გარკვეული ლოგიკა არსებობს. შეიძლება, იმაზე დავა, რომ პარტიის დაფინანსება უნდა მიიღონ იმ პარტიებმა პარლამენტში როლის შესრულებისთვის და პასუხისმგებლობის აღებისთვის, თუმცა ასევე წარმოდგენილი იყო უფრო ფართო არგუმენტი, რომელიც ფუნდამენტურ საკითხს ეხება, კერძოდ, თუ რას წარმოადგენენ პარტიები დემოკრატიულ ქვეყანაში. რაც მხოლოდ საპარლამენტო სივრცესა და პარლამენტში მუშაობას არ გულისხმობს. როგორც ვიცით, ამ ქვეყანას აქვს კანონი, რომელიც იმაზე დაბალ ბარიერს ითვალისწინებს პარტიების დაფინანსებისთვის, ვიდრე პარლამენტში მოსახვედრად დაწესებული ბარიერია, რაც არის იმ ფაქტის აღიარება, რომ პლურალისტური დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია იმ პარტიების არსებობა, რომლებსაც აქვთ პარლამენტში მოხვედრის ამბიცია და რომლებსაც სურთ, წარმოადგინონ თავიანთი ელექტორატი პარლამენტის გარეთ.
ვფიქრობ, ეს არის კანონი, რომელიც იმსახურებს დეტალურ განხილვას. დისკუსიები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს, ფუნდამენტურია, თუმცა მე ვერ დავინახე, რომ სწორედ ახლა არის მომენტი, როდესაც სხვადასხვა მხარეები ფოკუსირებულები არიან, რომ დასხდნენ და განიხილონ ეს საკითხი და ეს მაწუხებს“, – განაცხადა ჰარცელმა.