კარლ ჰარცელი - მოსამართლეების დანიშვნები აშკარად საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ განხორციელდა, რაც საქართველოს ევროპულ გზაზე სვლას ხელს არ უწყობს
კარლ ჰარცელი - მოსამართლეების დანიშვნები აშკარად საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ განხორციელდა, რაც საქართველოს ევროპულ გზაზე სვლას ხელს არ უწყობს

დანიშვნები აშკარად განხორციელდა ევროპის საბჭოს, ეუთო-ს კომისიის, ეუთო/ოდირისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების, როგორებიც არიან ევროკავშირი და აშშ, რეკომენდაციებისა და რჩევების საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ხელს არ უწყობს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში ნდობის გაძლიერებას.

„თქვენ ალბათ იხილეთ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის გუშინდელი განცხადება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნული იყო, რომ მოსამართლეების ბოლო დანიშვნა ეწინააღმდეგება ამბიციური სასამართლო რეფორმის ჩატარების დაპირებებს. უნდა ვთქვა, რომ ეს დანიშვნები აშკარად განხორციელდა ევროპის საბჭოს, ეუთო-ს კომისიის, ეუთო/ოდირისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების, როგორებიც არიან ევროკავშირი და აშშ, რეკომენდაციებისა და რჩევების საწინააღმდეგოდ.

ასე რომ, არ არის საკითხავი, თუ რა პოზიცია გვაქვს ამ საკითხზე. ჩვენ ვცადეთ, ჩავრთულიყავით უფრო მჭიდრო დიალოგში, რათა ჩვენ წინაშე არსებულ პროცესებთან დაკავშირებით ურთიერთგაგებისთვის მიგვეღწია. სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა. ცხადია, რომ ეს არ უწყობს ხელს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში ნდობის გაძლიერებას და საქართველოს ევროპულ გზაზე სვლას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.