კარლ ჰარცელი - მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა
კარლ ჰარცელი - მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს.

„მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს“,- წერს ჰარცელი „ტვიტერის“ გვერდზე.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.