კარლ ჰარცელი - მნიშვნელოვანია, როგორ განაგრძობს ქვეყანა კონსტიტუციური ცვლილებების, საარჩევნო კოდექსის განხორციელებას და არჩევნებისთვის მზადებას
კარლ ჰარცელი - მნიშვნელოვანია, როგორ განაგრძობს ქვეყანა კონსტიტუციური ცვლილებების, საარჩევნო კოდექსის განხორციელებას და არჩევნებისთვის მზადებას

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების დამტკიცებას მიესალმება.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ განაგრძობს ქვეყანა კონსტიტუციური ცვლილებების, საარჩევნო კოდექსის განხორციელებას და არჩევნებისთვის მზადებას.

„საარჩევნო კოდექსი ის პროექტია, რომელსაც საქართველოს პარლამენტთან, არასამთავრობოებთან და სხვადასხვა მხარესთან ერთად, წელიწადზე მეტხანს განვიხილავდით. ეს დამღლელი პროცესი იყო. გადამწყვეტია და საწყისი წერტილი არის წარსული არჩევნებიდან ნასწავლი გაკვეთილების გაერთიანება ოდირის რეკომენდაციების საფუძველზე.

ჩვენ არ დავიშურეთ დრო და ძალისხმევა, ამაში წვლილის შესატანად და ეს პროცესი დასრულდა კოდექსის შესახებ ბოლო სესიით. ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოდექსი მიიღეთ და გარკვეულ შემთხვევებში და სფეროებში ვხედავთ, რომ რეალური პროგრესი მიღწეულია. ამავდროულად, ვწუხვართ, რომ ზოგიერთ სფეროში მეტი ხმისა და ამბიციის მიღება ვერ მოხერხდა.

ჩვენ ვახსენეთ სფეროები, როგორიცაა ამომრჩევლების დაშინება, კომისიების შემადგენლობა. ვიმედოვნებ, რომ შესაძლებელი იქნება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა, რადგან ეს სფეროები მნიშვნელოვანია ამ არჩევნებისთვის. საბოლოოდ, მნიშვნელოვანია, თუ როგორ განაგრძობს ქვეყანა კონსტიტუციური ცვლილებებიდან ამ საარჩევნო კოდექსით, მის იმპლემენტაციას და არჩევნებისთვის მზადებას“, – განუცხადა ჰარცელმა საქართველოს პირველ არხს.

შეგახსენებთ, მანამდე ახალი საარჩევნო კანონმდებლობის დამტკიცებასთან დაკავშირებით ელჩმა განცხადება გაავრცელა.

დატოვე კომენტარი