კარლ ჰარცელი – მივესალმებით სახალხო დამცველისა და მისი გუნდის მიერ ჩატარებულ დამატებით სამედიცინო ექსპერტიზას, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ობიექტურად შეფასდეს
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მიესალმება დამატებით სამედიცინო ექსპერტიზას, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველმა და მისმა გუნდმა ჩაატარეს, რათა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ობიექტურად შეფასდეს.
ამის შესახებ კარლ ჰარცელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„მივესალმებით დამატებით სამედიცინო ექსპერტიზას, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველმა და მისმა გუნდმა ჩაატარეს, რათა ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ობიექტურად შეფასდეს, რაც ხორციელდება ომბუდსმენის მნიშნველოვანი საკონსტიტუციო მანდატის შესრულების ჩარჩოში, რომელიც საქართველოში ადამიანების უფლებების დაცვაზე ზედამხედევლობას გულისხმობს“, – წერს კარლ ჰარცელი.
საქართველოს სახალხო დამცველთან მოქმედ მედიკოსთა ჯგუფი გლდანის მე-18 დაწესებულებაში გუშინ იმყოფებოდა.
Welcome additional medical expertise acquired by @Ombudsman_Geo and her team to assess Mr Saakashvili’s health situation objectively, as part of fulfilling her important constitutional mandate to supervise the protection of human rights in Georgia. pic.twitter.com/08Bxf6vsMv
— Carl Hartzell (@CarlHartzellEU) November 17, 2021