კარლ ჰარცელი – მივესალმებით მოვლენებს, რომელიც მიმართული იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობის საპასუხოდ, ასევე მოშიმშილეების შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით

17:42, 20.11.2021

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილებასა და ელენე ხოშტარიასა და სხვა მოშიმშილე პოლიტიკოსების მიერ შიმშილობის შეწყვეტას მიკრობლობ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„მივესალმებით გუშინ განვითარებულ მოვლენებს, რომელიც მიმართული იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობის საპასუხოდ, ასევე ელენე ხოშტარიასა და სხვა მოშიმშილეების შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

იმედია, ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება შემდგომი პროგრესისთვის. ფუნდამენტურ უფლებებს, ობიექტურ სამედიცინო რჩევას და შემდგომ სამართლებრივ პროცესს კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.

მსგავსი