კარლ ჰარცელი - მივესალმები, რომ 15 წლის მოზარდის საქმეზე გამოძიება დაიწყო, მნიშვნელოვანია, დავინახოთ ფაქტები და ვეცადოთ, ვისწავლოთ სამომავლოდ
კარლ ჰარცელი - მივესალმები, რომ 15 წლის მოზარდის საქმეზე გამოძიება დაიწყო, მნიშვნელოვანია, დავინახოთ ფაქტები და ვეცადოთ, ვისწავლოთ სამომავლოდ

მნიშვნელოვანი იქნება, კარგად გადავხედოთ ამ სიტუაციას, რათა დავინახოთ ფაქტები და ამის საშუალებით ვეცადოთ, ვისწავლოთ სამომავლოდ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განუცხადა.

„მინდა, გამოვხატო გულწრფელი სამძიმარი მეგობრებისა და ოჯახის წევრების მიმართ. ასევე, საქართველოში ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც ამ ტრაგიკულ შემთხვევას რეალურად განიცდიან. მოხარული ვარ, რომ გამოძიება დაიწყო. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება, კარგად გადავხედოთ ამ სიტუაციას, რათა დავინახოთ ფაქტები და ამის საშუალებით ვეცადოთ, ვისწავლოთ სამომავლოდ. თუ წავალთ დასაწყისისკენ, მე ვიცი, რომ ევროკავშირი ძალიან ბევრს მუშაობს არასრულწლოვანთა სამართალზე, ასევე მუშაობს ახალ პროცედურებზე, რომლებიც ძალაში უნდა შევიდეს. ამ შემთხვევის შემდეგ, უნდა შევხედოთ, როგორ დავტოვოთ ძალაში არსებული კანონები, ასევე თვალყური ვადევნოთ, იქნება თუ არა საჭირო რაიმე სახის ცვლილება. მინდა, დავაფიქსირო, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადში ბავშვების უფლებებისა და არასრულწლოვანთა სამართლის მხრივ სხვადასხვა ასპექტში ბევრი კარგი რამ გაკეთდა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.