კარლ ჰარცელი - მივესალმები პარლამენტში დაბრუნებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ამას პოზიტიურ ნაბიჯად განვიხილავ
კარლ ჰარცელი - მივესალმები პარლამენტში დაბრუნებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ამას პოზიტიურ ნაბიჯად განვიხილავ

საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებით, ის მიესალმება „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას პარლამენტში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ჰარცელის თქმით, ჯერ კიდევ 19 აპრილის შეთანხმებაში იყო ფორმულირებული მათი მოწოდება პასუხისმგებლობის აღებასა და პარლამენტში შესვლაზე.

„რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას პარლამენტში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილებას ძალიან მივესალმები. თქვენ იცით, რამდენად დაუღალავად ვცდილობდით, უზრუნველგვეყო, გვქონოდა პარლამენტი, რომელიც სათანადო ფორუმია ინკლუზიური პოლიტიკური დებატებისთვის. ამისთვის წინაპირობა არის ის, რომ ყველა მთავარი პარტია წარმოდგენილია სრულად და მონაწილეობას იღებს დისკუსიებში. ასევე ნახავდით, რომ ჯერ კიდევ 19 აპრილის შეთანხმებაში იყო ფორმულირებული ჩვენი მოწოდება პასუხისმგებლობის აღებასა და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ამას პოზიტიურ ნაბიჯად განვიხილავ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს. ხატია დეკანოიძის თქმით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საკუთარი დღის წესრიგით ბრუნდება.