კარლ ჰარცელი „მეღვინეობა შილდას“ სტუმრობდა
კარლ ჰარცელი „მეღვინეობა შილდას“ სტუმრობდა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი „მეღვინეობა შილდას“ სტუმრობდა. კარლ ჰარცელმა ენერგოეფექტური სტანდარტით აღჭურვილი ქარხანა დაათვალიერა. კომპანიის ინფორმაციით, ევროკავშირისა და EBRD-ის მხარდაჭერით მდგრადი ენერგიის ჯილდოს გამარჯვებული ქართული ენერგოეფექტური კომპანია „მეღვინეობა შილდა“ გახდა.

მათივე ცნობით, ევროკავშირისა და EBRD-ის მხარდაჭერით შეძენილმა ენერგოეფექტურმა აღჭურვილობამ „მეღვინეობა შილდაში“ 60%-ით შეამცირა მოხმარებული ენერგია, ხელი შეუწყო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას.