კარლ ჰარცელი - კარგი იქნება, მოსამართლეების დანიშვნის პროცესში პარლამენტი პაუზას თუ გააკეთებს
კარლ ჰარცელი - კარგი იქნება, მოსამართლეების დანიშვნის პროცესში პარლამენტი პაუზას თუ გააკეთებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებით, კარგი იქნება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესში პარლამენტი პაუზას თუ გააკეთებს.

„რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას, ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება უკვე რამდენჯერმე გამოვთქვი. კარგი იქნება, პარლამენტი ამ თემაზე, ამ სიტუაციაზე თუ დაფიქრდება და პაუზას გააკეთებს. დარწმუნებული ვიქნებით, რომ სულისკვეთება, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების მიღებისას, ამ განხილვების დროს იყო, შენარჩუნდება. რაც შეეხება ოპოზიციას, 19 აპრილის დიდი მიღწევა იყო ის, რომ დისკუსიებმა პარლამენტში გადაინაცვლა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სულისკვეთების გაგრძელება და შენარჩუნება. დისკუსიები და განხილვები უნდა გაგრძელდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის“, – განაცხადა ჰარცელმა.