კარლ ჰარცელი - ის, რაც ვიხილეთ ბოლო 24 საათში, არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მნიშვნელოვანია, ფოკუსირება მოხდეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
კარლ ჰარცელი - ის, რაც ვიხილეთ ბოლო 24 საათში, არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მნიშვნელოვანია, ფოკუსირება მოხდეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ის, რაც ვიხილეთ ბოლო 24 საათში, არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მნიშვნელოვანია, ფოკუსირება მოხდეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც არის ევროკავშირისთვის შეშფოთების მიზეზი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჰარცელის თქმით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სახალხო დამცველის მუშაობას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმის მონიტორინგთან დაკავშირებით მის როლს.

„უპირველეს ყოვლისა, როგორც იცით, მე დამოკიდებული ვარ დიდწილად მნიშვნელოვან აქტორებზე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თვალყურის დევნებისთვის. მსურს, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სახალხო დამცველის მუშაობას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმის მონიტორინგთან და მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით მის როლს. ეს ასევე ეხება ობიექტური სამედიცინო რჩევის საჭიროებას, მისი მდგომარეობის სათანადოდ შეფასებისთვის და ასევე, რეკომენდაციების შესრულების საჭიროებას. ეს არის აბსოლუტურად გადამწყვეტი. ვფიქრობ, ის, რაც ვიხილეთ ბოლო 24 საათში, არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მნიშვნელოვანია, ფოკუსირება მოხდეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც არის ასევე ევროკავშირისთვის შეშფოთების მიზეზი. როდესაც საქმე ეხება ამჟამინდელ სიტუაციას, მჯერა, დროულია, რომ ჩიხიდან და დებატებიდან მოხდეს შესაბამის ქმედებებზე გადასვლა, რათა შექმნილი სიტუაცია მოგვარდეს ეროვნული და საერთაშორისო უფლებებისა და ვალდებულებების საფუძველზე“, – განაცხადა ჰარცელმა.

კითხვაზე, როგორ ფიქრობს, გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში, ევროკავშირის ელჩი პასუხობს: „მე არ ვარ გადაწყვეტილების მიმღები პირი. მე ვერ ვუპასუხებ ამ შეკითხვას“.