კარლ ჰარცელი - იმედი მაქვს, დადგება დღე, როცა პოლიტიკური ენერგია, რომელიც ერთმანეთთან ბრძოლაში იხარჯება, ქვეყნის გაერთიანებისკენ და გაძლიერებისკენ იქნება მიმართული
კარლ ჰარცელი - იმედი მაქვს, დადგება დღე, როცა პოლიტიკური ენერგია, რომელიც ერთმანეთთან ბრძოლაში იხარჯება, ქვეყნის გაერთიანებისკენ და გაძლიერებისკენ იქნება მიმართული

იმედი მაქვს, რომ დადგება დღე, როდესაც ის პოლიტიკური ენერგია, რომელიც დღეს ერთმანეთთან ბრძოლაში იხარჯება, ქვეყნის გაერთიანებისკენ და გაძლიერებისკენ იქნება მიმართული, ის იქნება ისეთი ძლიერი, როგორსაც საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ახალი წლის აღსანიშნად გამოქვეყნებულ ვიდეო განცხადებაში საუბრობს.

მისი თქმით, 2020 წელი ერთი პოლიტიკური კრიზისით დაიწყო და მეორე კრიზისით დასრულდა.

„მე მჯერა, რომ საქართველო ამ კრიზისსაც დაძლევს. იმედი მაქვს, რომ დადგება დღე, როდესაც ის პოლიტიკური ენერგია, რომელიც დღეს ერთმანეთთან ბრძოლაში იხარჯება, ქვეყნის გაერთიანებისაკენ და გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. ის იქნება ისეთი ძლიერი, როგორსაც საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ.
საქართველო პატარა, მაგრამ დიადი ქვეყანაა. ერთად შეგიძლიათ საკუთარი სურვილებისა და ოცნებების ასრულება. თუ ერთად იქნებით, ვერავინ შეგაჩერებთ. დღესასწაულები დაფიქრებისა და დასვენების დროა“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი.