კარლ ჰარცელი – გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია

18:47, 17.11.2020

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია.

„დაწყებულია გამოძიება და მოვუწოდებ ყველა საჭირო რესურსის მობილიზებისკენ სწრაფი და სანდო გამოძიების უზრუნველსაყოფად. იმედი მაქვს და მჯერა, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.

კარლ ჰარცელის კომენტარს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მსგავსი