კარლ ჰარცელი - ევროპარლამენტარების გზავნილების სერიოზულად მიღებაა საჭირო
კარლ ჰარცელი - ევროპარლამენტარების გზავნილების სერიოზულად მიღებაა საჭირო

ევროპარლამენტარების გზავნილების სერიოზულად მიღებაა საჭირო, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

​ჰარცელმა შეაფასა რამდენიმე ევროპარლამენტარის სახელით გავრცელებული განცხადება, რომელშიც ისინი საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ.

„ევროპარლამენტის წევრების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რომ არ შემიძლია, ვისაუბრო ევროპარლამენტის ან ინდივიდუალური წევრების სახელით.

უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ცხადი გზავნილები გამოდის და საგულისხმოა, რომ განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლები, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობებს. უნდა ითქვას, რომ საჭიროა ამ გზავნილების სერიოზულად მიღება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დატოვე კომენტარი