კარლ ჰარცელი - ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ხაზი გავუსვი ოპოზიციის პარლამენტში მუშაობის მნიშვნელობას, საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაა
კარლ ჰარცელი - ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ხაზი გავუსვი ოპოზიციის პარლამენტში მუშაობის მნიშვნელობას, საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაა

საგამოძიებო კომისია არის ძლიერი ინსტრუმენტი არჩევნებზე აღმოჩენილ საკითხებთან დაკავშირებით პროგრესისა და ფართო გაგების მისაღწევად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე განუცხადა.

„საგამოძიებო კომისია არის საკითხი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ პოლიტიკური დიალოგის დროს. ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი ბოლო არჩევნებზე აღმოჩენილ საკითხებთან დაკავშირებით პროგრესის მისაღწევად და გასული არჩევნების დროს მომხდართან დაკავშირებით უფრო ფართო გაგების მისაღწევად. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც უნდა მოხდეს ფიქრი, არის ის, თუ როგორ მოხდება ამ კომისიის შედგენა. კომისიაში მონაწილეობა არის ერთ-ერთი ფაქტორი. ამგვარ კომისიას თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში აქვს შესაძლებლობა, პროგრესს მიაღწიოს საერთო ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც ყველასთვის იქნება მისაღები, კერძოდ, მონაწილეობის საკითხი, კომისიის მანდატი, როგორ შეასრულებს ის თავის სამუშაოს, მის მიგნებებზე, მოსმენებზე საზოგადოების მხრიდან კონტროლის დონე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები არ აპირებენ კომისიის შემადგენლობაში შესვლას, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ სწორედ ამიტომ უსვამს პარლამენტში ოპოზიციის მუშაობის მნიშვნელობას ხაზს, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ კომისიის საქმიანობაში.

„ასე გადამწყვეტი არ ვიქნებოდი ამასთან დაკავშირებით, რადგან მრავალი ფაქტორია განსახილველი ვერდიქტის გამოტანამდე. თუმცა, ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გავუსვი ხაზი ოპოზიციის პარლამენტში მუშაობის მნიშვნელობას, სწორედ ესაა – რომ მონაწილეობა მიიღონ საგამოძიებო კომისიაში. ასევე, აღვნიშნე რამდენიმე საკითხში მონაწილეობა, მათ შორის, საარჩევნო რეფორმასა და სხვა მნიშვნელოვან რეფორმებში. ასე რომ, ფართო მონაწილეობა პარლამენტში უდაოდ სარგებელია“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

რაც შეეხება საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა (OSCE/ODIHR) და სხვა დამკვირვებელთა დასკვნები.

„ჩემთვის ეს არის გასული წლის უკიდურესად მნიშვნელოვანი გაგრძელება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, გათვალისწინებული იყოს ODIHR-ისა და სხვა დამკვირვებლების მიერ ერთობლივად გამოტანილი დასკვნები მომავალ არჩევნებში ამ საკითხების კვლავ წარმოჩენის რისკების შემცირების მიზნით. ვფიქრობ, ეს არის რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. მიწვევის შემთხვევაში, მე ვხედავ როლს ჩვენთვისაც ამ პროცესში გამოცდილებისა და რჩევების გაზიარების კუთხით“, – დასძინა კარლ ჰარცელმა.