კარლ ჰარცელი - დავაკვირდებით, როგორ გაგრძელდება ანაკლიის პროექტში ინვესტორების მოზიდვის პროცესი
კარლ ჰარცელი - დავაკვირდებით, როგორ გაგრძელდება ანაკლიის პროექტში ინვესტორების მოზიდვის პროცესი

ეს არის პროექტი, რომელსაც ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს, რადგან გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია და საქართველოსთვის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ორივე მხარის პოზიციის თანახმად, არსებობს ამბიცია, რომ პროექტი წინ წავიდეს.

„ჩვენ დავაკვირდებით, როგორ გაგრძელდება ინვესტორების მოზიდვის პროცესი მომდევნო თვეებში და როგორც ორივე მხარისგან მოვისმინე, არსებობს ამბიცია, რომ ანაკლიის პროექტმა წინ წაიწიოს. ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა ელჩმა.