კარლ ჰარცელი - ჩვენ მხარს ვუჭერთ სახალხო დამცველსა და მისი ოფისს, მათი როლი ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მნიშვნელოვანია
კარლ ჰარცელი - ჩვენ მხარს ვუჭერთ სახალხო დამცველსა და მისი ოფისს, მათი როლი ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მნიშვნელოვანია

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, სახალხო დამცველის როლი ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მნიშვნელოვანია.

როგორც ელჩმა განაცხადა, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სახალხო დამცველსა და მის ოფისს.

„როდესაც საუბარია სახალხო დამცველის როლზე, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი როლი. ჩვენ აქამდეც გვითქვამს, რომ მხარს ვუჭერთ სახალხო დამცველსა და მისი ოფისს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როლი ზოგადად ადამიანის უფლებების მდგომარეობის მიმოხილვისთვის, ბატონი სააკაშვილის საქმეში მონიტორინგისთვის, შეფასებისა და რეკომენდაციების გაცემისთვის. მჯერა, რომ მან პოზიტიური წვლილი შეიტანა“, – განაცხადა ჰარცელმა.