კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირი კორონავირუსთან დაკავშირებულ საჭიროებებზე საქართველოს დახმარებას აგრძელებს
კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირი კორონავირუსთან დაკავშირებულ საჭიროებებზე საქართველოს დახმარებას აგრძელებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირი კორონავირუსთან დაკავშირებულ საჭიროებებზე ჩვენი ქვეყნის დახმარებას აგრძელებს.

„იმედი მაქვს, რომ ევროკავშირმა საქართველოს დროულად აღმოუჩინა მტკიცე დახმარება. ბევრ შემთხვევაში, სამედიცინო აღჭურვილობის, პირბადეებისა და სხვა ნივთების მიწოდება განხორციელდა შედარებით მშვიდ პერიოდში, რაც შეიძლება, ახლა უფრო მეტად გამოსადეგი გახდეს. სამედიცინო აღჭურვილობის მეორე პარტიის მიწოდება სულ რაღაც 10 დღის წინ მოხდა იმისათვის, რათა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ჯანდაცვის მდგომარეობის კუთხით.

ბევრი ჩვენი პროგრამა, რომელიც გამოცხადდა გაზაფხულზე, გრძელდება ახლაც. ეს ეხება მოწყვლად ჯგუფებს, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მთავრობის გეგმის მხარდაჭერას, რომ აღდგენა რაც შეიძლება მალე მოხდეს. ჩვენ პარლამენტთან ბოლო სესიაზე ხელი მოვაწერეთ მაკროეკონომიკური დახმარების შეთანხმებას, რომელიც მალე შესრულდება.

ასე რომ, დახმარება გრძელდება. ჩვენ ყურადღებით გავაგრძელებთ დაკვირვებას, რათა დავინახოთ, თუ წარმოიქმნება რამე ისეთი განსაკუთრებული საჭიროება, რომელშიც წვლილის შეტანას შევძლებთ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.