კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ დღეს დავით ზალკალიანთან ჰქონდა შეხვედრა
კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ დღეს დავით ზალკალიანთან ჰქონდა შეხვედრა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მოგვიწოდა, რომ კოლეგებთან ერთად განიხილოს არსებული ვითარება, რაც დასაფასებელია.

„ახლა მოვდივარ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრიდან. თუმცა, როგორც ყოველთვის, მე არ ვისაუბრებ დეტალებზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მე და კოლეგებს მოგვიწოდა განვიხილოთ არსებული ვითარება, რასაც ძალიან ვაფასებ“, – განაცხადა ჰარცელმა.

ეს განცხადება კარლ ჰარცელმა ევროკავშირის რეზიდენციასთან გააკეთა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

„დღეს ყველაზე საკვანძო სიტყვა დეესკალაცია და მოლაპარაკებაზე დაბრუნებაა, რათა განიმუხტოს ამჟამინდელი დაძაბულობა, რაც ძალიან შემაშფოთებელი. ბოლო 24 საათში ჩვენ მოვისმინოთ მრავალი განცხადება ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისგან, ევროპიდან და სხვა ადგილებიდან. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ვმასპინძლობ სტუმრებს ამ საღამოს. ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის მე – შუამავლის როლში და ველოდები ამ საუბრის გაგრძელებას“, – განაცხადა ჰარცელმა.

დატოვე კომენტარი