კარლ-ჰაინც რუმენიგე - ჰალანდის მსგავსი მოთამაშეები 30-40 წელიწადში ერთხელ იბადებიან, მე მას „ლივერპულში“ ვხედავ #1TVSPORT
„ბაიერნის“ ყოფილმა პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ აზრი გამოთქვა „დორტმუნდის“ ფორვარდის ერლინგ ჰალანდის შესახებ.
„დიახ, შესაძლებელია, რომ ჰალანდი და მბაპე უახლოეს წლებში დომინანტები იქნებიან მსოფლიო ფეხბურთში. უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, სად აღმოჩნდება ჰალანდი ამ სეზონის შემდეგ. „რეალსა“ და „ბარსელონას“ ფინანსური პრობლემები აქვთ, ამიტომაც შემიძლია წარმოვიდგინო მისი გადასვლა ინგლისში. მამამისიც იქ თამაშობდა. ნათლად წარმომიდგენია ჰალანდი „ლივერპულში“. ინგლისი მას უფრო მოუხდება, ვიდრე იტალია ან ესპანეთი.
ჰალანდი – განსაკუთრებული მოვლენაა. ასეთი მოთამაშეები 30-40 წელიწადში ერთხელ იბადებიან. ის ნამდვილი გოლების მანქანააა. ისინი, ვინც მის შეჩერებას ცდილობენ, მინდორზე სხვადასხვა მხარეს ეცემიან. მსგავსი არაფერი მინახავს მისი ასაკის ფეხბურთელებს შორის.
ასეთი სიმაღლის ფეხბურთელისთვის ერთადერთი ნაკლი აქვს – თავით თამაში. ის არასაკმარისად ხშირად იტანს თავით. სხვა მხრივ, ჰალანდი – იდეალური ფეხბურთელია“, – განაცხადა რუმენიგემ Sport1-სთვის მიცემულ ინტერვიუში.