კარლ ერიავეცი - სლოვენია პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარებას გეგმავს
კარლ ერიავეცი - სლოვენია პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარებას გეგმავს

სლოვენია პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარებას გეგმავს, საკითხს პარლამენტარები გაზაფხულზე გადაწყვეტენ, – ამის შესახებ სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

„სლოვენია პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარებას გეგმავს. პარლამენტი პალესტინის აღიარების საკითხს პლენარულ სესიაზე, მარტში ან აპრილში განიხილავს“, – აღნიშნა კარლ ერიავეცმა.

22 იანვარს პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრამდე ბლოკს პალესტინის სახელმწიფოების აღიარებისკენ მოუწოდა.

ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკების პერსპექტივით იმედგაცრუებული პალესტინელები კონფლიქტის დასარეგულირებლად მსოფლიოს სახელმწიფოებს პალესტინის აღიარებისკენ მოუწოდებენ. ამ გზაზე მათი მთავარი მიღწევა ხუთი წლის წინ გაერო-ს დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსის მოპოვება იყო.