კარლ ენტონი ტაუნსი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა (ვიდეო)
კარლ ენტონი ტაუნსი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა (ვიდეო)

მინესოტა ტიმბერვულზვის ცენტრი კარლ ენტონი ტაუნსი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა.

23 წლის კალათბურთელს ინციდენტი ნიუ-იორკში გამგზავრებამდე მოუვიდა. ამის შესახებ ტაუნსმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ისაუბრა. სწორედ ამ მიზეზით მოუწია მას ნიქსთან და მილუოკისთან მატჩების გამოტოვება. ტაუნსი საკრამენტოსთან შეხვედრაში პარკეტზე გამოჩნდა და გუნდის გამარჯვებაში მთავარი როლი შეასრულა (34 ქულა, 21 მოხსნა).

თავად სპორტსმენი აცხადებს, რომ ძალიან გაუმართლა, შემთხვევის შედეგად სერიოზულად რომ არ დაშავდა.