კარლ ენტონი ტაუნსი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა (ვიდეო)
მინესოტა ტიმბერვულზვის ცენტრი კარლ ენტონი ტაუნსი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა.
23 წლის კალათბურთელს ინციდენტი ნიუ-იორკში გამგზავრებამდე მოუვიდა. ამის შესახებ ტაუნსმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ისაუბრა. სწორედ ამ მიზეზით მოუწია მას ნიქსთან და მილუოკისთან მატჩების გამოტოვება. ტაუნსი საკრამენტოსთან შეხვედრაში პარკეტზე გამოჩნდა და გუნდის გამარჯვებაში მთავარი როლი შეასრულა (34 ქულა, 21 მოხსნა).
თავად სპორტსმენი აცხადებს, რომ ძალიან გაუმართლა, შემთხვევის შედეგად სერიოზულად რომ არ დაშავდა.
Karl-Anthony Towns says he’s “blessed to be alive and talking right now.” Towns says there was a 5 percent chance he would survive the crash he was involved in last Thursday. He and a team trainer were rear-ended on 35W by a semi traveling 35-45 miles per hour #MNTimberwolves pic.twitter.com/i7tsPHZZah
— Jeff Wald (@JeffWaldFox9) February 25, 2019