კარინ ჟან-პიერის თქმით, აშშ მუშაობს სხვა ქვეყნებთან, რათა აღკვეთოს უკრაინაში მოპარული მარცვლეულის გაყიდვა
აშშ მუშაობს სხვა ქვეყნებთან, რათა აღკვეთოს უკრაინაში მოპარული მარცვლეულის გაყიდვა. ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
„ჩვენ ვმუშაობთ სხვა ქვეყნებთან, რათა აღვკვეთოთ მარცვლეულის გაყიდვა, რომელიც სავარაუდოდ უკრაინიდან მოიპარეს“, – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ამასთან, კარინ ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას მისი დემოკრატიის დაცვაში.
„არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ გზების პოვნის შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად.