კარიმ „გოლდენ სტეიტთან“ კონტრაქტი გააგრძელა და სამ წელიწადში 178 მილიონს მიიღებს #1TVSPORT
ლეგენდარული ამერიკელი გამთამაშებელი სტეფენ კარი „გოლდენ სტეიტ უორიორზში“ დარჩება 2026-27 წლების სეზონის ბოლომდე. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ცნობილმა ინსაიდერმა, ედრიან ვოინაროვსკიმ.
კარი „უორიორზთან“ კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელებას დათანხმდა. გამთამაშებელი 2026-27 წლების სეზონისთვის 62.6 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
საერთო ჯამში, მომდევნო სამ სეზონში სტეფ კარი გარანტირებულად მიიღებს 178 მილიონ დოლარს. ის გახდება მესამე კალათბურთელი ისტორიაში ლებრონ ჯეიმსისა და კევინ დურანტის შემდეგ, ვისი ჯამური შემოსავალი კარიერაში 500 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.
კარი 38 წლის იქნება, როცა ეს ხელშეკრულება ძალში შევა. ის გახდება პირველი კალათბურთელი 60 მილიონზე მაღალი წლიური ხელფასით.