#კარიკატურა - ბორჯღალოსნები აუღებელ ციხესიმაგრეში საპატიო სტუმრად მიიღეს
#კარიკატურა - ბორჯღალოსნები აუღებელ ციხესიმაგრეში საპატიო სტუმრად მიიღეს

ექვსი ერი ჩაკეტილი, კონსერვატორული ორგანიზაციაა, მასში ერთი ხელის მოსმით არავინ არავის იღებსო – ხშირად მოგვისმენია. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები წლიდან წლამდე ვითარდებოდა და დიდი ხანია, მიადგა ექვსი ერის ჭიშკარს, რომლის გაღებასაც არავინ ჩქარობდა. ჩვენი გუნდიც არ არის იმ ძალისა, ურნალით შეენგრია.

2020 წელს ექვსი ერის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს რვაგუნდიანი შეჯიბრების მოწყობა, რომელშიც ჯერ იაპონია ჩართეს, თუმცა აზიელებისგან უარის მიღების შემდეგ კარი საქართველოს გაუღეს. „ბორჯღალოსნები“ ფიჯის ნაკრებთან ერთად შევიდნენ ციხესიმაგრეში, სადაც ექვსი ერის გუნდებს ოვალური მაგიდის გარშემო წრე აქვთ შეკრული. წრე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჩაკეტილი იყო.

ქართველებს პირდაპირ ლორდად არავინ აკურთხებს, ამისთვის დიდი გამოცდაა ჩასაბარებელი – ნოემბერში ინგლისთან, უელსთან და ირლანდიასთან უნდა დავამტკიცოთ, რომ ოვალური მაგიდის გარშემო ჩვენი ადგილიცაა…