კარიბის ზღვაში ნავის ჩაძირვის შედეგად 22 ადამიანი დაიკარგა

00:55, 26.04.2019

კარიბის ზღვაში ნავის ჩაძირვის შედეგად 22 ადამიანი დაიკარგა. გავრცელებული ინფორმაციით, ნავზე ვენესუელელი მიგრანტები იმყოფებოდნენ, სულ 24 ადამიანი. მაშველებმა მხოლოდ ორი მათგანის გადარჩენა შეძლეს.

სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ ნავის გადაბრუნება სავარაუდოდ ძლიერმა ქარმა და მისმა გადატვირთულობამ გამოიწვია.

ინციდენტი კუნძულ პათოსის სიახლოვეს მოხდა. დაკარგულთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

მსგავსი