კარი 16 ქულით დაბრუნდა, უდონჩიჩო „დალასმა“ შინ წააგო - NBA-ში პლეი ოფი დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT
კარი 16 ქულით დაბრუნდა, უდონჩიჩო „დალასმა“ შინ წააგო - NBA-ში პლეი ოფი დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* ტაირის მაქსიმ (ფილადელფია) 38 ქულით პლეი ოფში კარიერის რეკორდი დაამყარა. აქედან 21 ქულა მან მესამე მეოთხედში ჩააგდო.

* 21 წლის მაქსი „ფილადელფიას“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, ვინც პლეი ოფის მატჩში 30 ქულაზე მეტი დააგროვა.

* „ფილადელფიას“ ლიდერებმა ჯემს ჰარდენმა და ჯოელ ემბიდმა 32-დან მხოლოდ 11 ტყორცნა ჩააგდეს.

* ენტონი ედვარდსმა (მინესოტა) პლეი ოფში დებიუტი 36 ქულით აღნიშნა.

* „მინესოტამ“ 2004 წლის შემდეგ პირველად მოიგო პლეი ოფის სასტარტო მატჩი.

* „მინესოტამ“ პლეი ოფში პირადი რეკორდი დაამყარა პირველ მეოთხედში (41) და მატჩში (130) დაგროვილი ქულების რაოდენობით.

* კარლ-ენტონი თაუნსმა (მინესოტა) სეზონში 43-ე ორმაგი დუბლი შეასრულა.

* დონოვან მიტჩელმა (იუტა) თავისი 32 ქულიდან 30 მეორე ტაიმში დააგროვა.

* „იუტამ“ მატჩის ბოლო სამწუთნახევარში 13:2 გაქცევა მოაწყო.

* „იუტამ“ 22-დან მხოლოდ შვიდი სამქულიანი ჩააგდო.

* რუდი გობერმა (იუტა) თამაშიდან ვერც ერთი ბურთი ვერ ჩააგდო.

* „გოლდენ სტეიტმა“ 2019 წლის შემდეგ პირველად ითამაშა პლეი ოფში.

* ჯორდან პულმა (გოლდენ სტეიტი) პლეი ოფში სადებიუტო მატჩში 30 ქულა დააგროვა.

* კლეი ტომპსონმა (გოლდენ სტეიტი) სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა პლეი ოფში.

* ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა სტეფ კარიმ (გოლდენ სტეიტი) შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და 21 წუთში 16 ქულა დააგროვა.

* „დენვერმა“ 35-დან მხოლოდ 11 სამქულიანი ჩააგდო.

 

დასავლეთი

დალასი-იუტა   93:99

23:20, 20:25, 22:28, 28:26

: ბრანსონი (24+7 მოხსნა), დინუიდი (22+8 პასი), ბულოკი (15), ფინი-სმიტი (14), კლებერი (10).

: მიტჩელი (32+6 პასი), ბოიან ბოგდანოვიჩი (26), კონლი (13), კლარკსონი (10), გობერი (5+17 მოხსნა).

მემფისი-მინესოტა       117:130

33:41, 29:24, 30:32, 25:33

მემ: მორანტი (32+8 პასი), ბრუქსი (24), ბეინი (17), კლარკი (13+12 მოხსნა), ჯარენ ჯექსონი (12+7 დაფარება).

მინ: ედვარდსი (36+6 პასი), თაუნსი (29+13 მოხსნა), ბიზლი (23), მაკდანიელსი (15+7 მოხსნა), რასელი (10+9 პასი), ბევერლი (10+6 პასი).

გ. სტეიტი-დენვერი     123:107

26:27, 32:20, 32:23, 33:37

გ-ს: პული (30), ტომპსონი (19), უიგინსი (16+9 მოხსნა), კარი (16), გრინი (12+9 პასი).

: იოკიჩი (25+10 მოხსნა+6 პასი), ბარტონი (24), მორისი (10+6 პასი), ჰაილენდი (10).

აღმოსავლეთი

ფილადელფია-ტორონტო       131:111

35:27, 34:24, 38:37, 24:23

: მაქსი (38), ჰარისი (26+6 პასი), ჰარდენი (22+14 პასი), ემბიდი (19+15 მოხსნა), მილტონი (10).

: სიაკამი (24+7 პასი), ანუნობი (20+7 მოხსნა), ვანვლიტი (18+6 პასი), ბარნსი (15+10 მოხსნა+8 პასი).